სოფო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ფარგლებში იმუშავებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
მოკვლევის პროცესში ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები და ბიზნეს-ასოციაციები.
თემატური მოკვლევის ბოლოს ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება შესაბამისი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
„თემატური მოკვლევის ჯგუფი“ 2019 წლის 9 მაისიდან 9 ივლისის ჩათვლით იმუშავებს. „თემატური მოკვლევის ჯგუფის“ შექმნა საკომიტეტო მოსმენაზე სხვადასხვა უწყებების გამკაცრებულ რეგულაციებს მოჰყვა – მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოების კუთხით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.
„შრომის უფართხოების შესახებ“ ორგანული კანონის პირველი ეტაპი 2019 წლის მარტში ამოქმედდა, სრული დატვირთვით კი 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.