გვატემალში, პავონის ციხეში, რომელიც დედაქალაქიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, მსჯავრდებულებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, მარიო კრუზმა განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ხოლო 17 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
გვატემალის სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელ კარლოს მორალესის თქმით, ციხეში მწვავე ვითარებაზე კონტროლი უკვე მოპოვებულია და სიტუაციის გასანეიტრალებლად ყველაფერი კეთდება.
პავონის ციხე პატიმართა სიჭარბით ყოველთვის გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს იმავე ციხეში სისხლიანი შელაპარაკებების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.