სუდანის სამხედრო საბჭოს განცხადებით, ქვეყნისთვის აუცილებელია მკაცრად განსაზღვრული რელიგიური ნორმებითა და მორალურ-ეთიკური პრინციპებით მართვა, რაშიც მათ შარიათის კანონები დაეხმარებათ.
ქვეყანას ამჟამად მართავს სწორედ სამხედრო საბჭო, რომელმაც გასულ თვეს თავისი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, გადააყენა.
აღსანიშნავია მოსახლეობის მძაფრი პროტესტი და უკმაყოფილება. მათ ქუჩაში კარვები გაშალეს და დაუყოვნებლივ ითხოვენ დემოკრატული ხელისუფლების დამკვიდრებას.
დაპირისპირებაა ოპოზიციასა და სამხედრო საბჭოს შორისაც, როგორც საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, გამოსავლის მოსაძებნად, საბჭო მომდევნო 6 თვეში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს. ოპოზიციაში კი განაცხადეს, რომ ისინი შეთავაზებას განიხილავენ და პასუხს უახლოეს მომავალში აცნობებენ საბჭოსა და მოსახლეობას.