ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ სახელმწიფო ამბობს, რომ საქმე გვაქვს ტერორიზმთან, როგორ შეიძლება, მაჩალიკაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდეს?” – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სუსმა გუშინ გაავრცელა, განაცხადა , რომ  თუ მაჩალიკაშვილი ტერორისტია, თავისუფლად არ უნდა გადაადგლდეოდეს.

“თუ საუბრობენ, რომ რაღაც უდიდესი ტერორისტული საფრთხე გვაქვს, როგორ შეიძლება ზომები არ იყოს აქამდე მიღებული. ცხადია, უნდა დადასტურდეს ავთენტურობა, რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოს გამოძიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ჩვენ რაც მოვისმინეთ არის მძიმე, სერიოზული რამ და აქ ისეთი გაუგებარი მოქმედებაა ხელისუფლების, თან იძახიან, ტერორიზმთან გვაქვს საქმე და თან არაფერს აკეთებენ” – „ევროპული საქართველოს” წევრმა ამის შსახებ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ელენე ხოშტარია აუცილებლობად მიიჩნევს

„საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, ეს იქნებოდა საშუალება ზეწოლა მომხდარიყო საგამოძიებო უწყებებზე, რომ პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, რაც არის. ხელისუფლებას გონია, რომ ამ აუდიო ჩანაწერით, მართალიც რომ აღმოჩნდეს, გადაფარავენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის”,- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....