ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამიას, “რუსთვი 2”-ის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე პასუხობს

“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ძმებ ყარამანიშვილებს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე პასუხობს. ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, რომ მათი სარჩელის მიზანი არ არის ტელეკომპანიის დაზარალება ან ის, რომ “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველი შევიდეს.

როგორც ადვოკატი “ქრონიკასთან” ამბობს, ნინო ნიჟარაძე 2012 წლიდან ცდილობდა აქტიურად დაემყარებინა კომუნიკაცია ნიკა გვარამიასთან და ძმებ ყარამანიშვილებთან, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა – გაიგზავნა რამდენიმე წერილი, თუმცა წერილები უპასუხოდ დარჩა.

ადვოკატის განცხადებით, ნინო ნიჟარაძეს მისი 9%-იანი წილის გაყიდვაც სურდა, თუმცა ძმებმა ყარამანიშვილებმა და გვარამიამ მას ამის უფლება არ მისცეს.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძე ითხოვს 28 მილიონს, აქედან მილიონნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი თანხის რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადარიცხვას ითხოვს.

„რუსთავი ორის“ ერთ-ერთი მეწილის მოთხოვნებს ნიკა გვარამია ტელეკომპანიაზე თავდასხმად და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ შეტევად მიიჩნევს. ამასთან დაკავშირებით გვარამიამ გუშინ Facebook Live-ის დროს განაცხადა.

გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა, თანხასთან ერთად, ითხოვს დაგროვილი გადასახდების სახით კომპენსაციასაც. გვარამია მოდავე მხარეს სთავაზობს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ის ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთვი 2” საგანგებო რეჟიმზე გადადის

იტვირთბა....