ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დამოუკიდბელი პროფკავშირები, ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებენ

დამოუკიდბელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი შრომის პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებენ.

სოლიდარობის ქსელის ინფორმაციით, პარალელურად, დაგეგმილია ხელმოწერების შეგროვება და ფართო საზოგადოებრივი კამპანია ამ ინიციატივების მხარდასაჭერად.

“მოვითხვოვთ:
1. შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე.
2. სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა დასრულდეს მაქსიმუმ 3 თვეში (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში).
3. შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა; არ შეიძლება ყველა დასაქმებული (ყველა დარგი) მოექცეს 48 საათიანი ნორმირებული სამუშაო რეჟიმის ქვეშ.
4. მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება. ზეგანეკვეთური ანაზღაურება განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5 ოდენობით.
5. განისაზღვროს მინიმალური ხელფასი 500 ლარით (დარიცხული) (ხელზე 400 ლარის ოდენობით) სრული განაკვეთის შემთხვევაში (40 საათი კვირაში), ყოველ წელს მოხდეს მინიმალური ხელფასის ინდექსაცია.
6. დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.

Ertoba2013; საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი; სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის; სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network”, – ნათქვამია სოლიდარობის ქსელის განცხადებაში.

https://www.facebook.com/tbilisisolidarity/videos/442116116333638/

იტვირთბა....