aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მთავარია, სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული – მოისწრაფიშვილი “რუსთავი 2-ზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი “რუსთავი 2-ის” საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ თუკი სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი რესურსი.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია. კონსტიტუციით შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული. კონსტიტუციით არის გარანტირებული სიტყვის თავისუფლება. თუ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება აუცილებლად გამოყენებული იქნება კანონიერი რესურსი,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....