ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პირველი, რაც ყველას მოგვდის აზრად არის ის, რომ ხელისუფლება რაიმე შემხებლობაშია ამ პროცესთან”- სალაძე “რუსთავი2”-ის საქმეზე

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე “რუსთავი 2-ის” ახალ სარჩელთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელის უკან ხელისუფლებას ხედავს.

მესამე სექტორის თქმით, “რუსთავი 2”-ის ეთერში განსხვავებული და კრიტიკული აზრი ისმის, რაც მმართველი გუნდისთვის მისაღები არ არის.

„პირველი, რაც ყველას მოგვდის აზრად, არის რაიმე შემხებლობაში არის თუ არა ხელისუფლება და ზოგადად მმართველი პარტია, მათი წარმომადგენლები ამ პროცესთან. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პროცესი, რომელიც საბოლოოდ ამ ეტაპზე დასრულდა იმით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა შეჩერების მექანიზმი. ცოტა ხნის წინ ვნახეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, რა ფორმით და როგორ წარიმართა, საკმაოდ საეჭვო გარემოებებში, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ჩვენ ვხედავთ პერიოდულად ტვ პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ცხადია, ამ ზოგადად მედიაბაზარზე ვინც ყველაზე მაღლა თავში იმყოფება განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკით, ეს არის „რუსთავი 2“.

არ გამოვრიცხავ იმას, რომ თუ ეს არის სარჩელი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ მხრიდან ყურადღების გადატანას ემსახურება სწორედ იმაზე, რომ ის რაღაც თავდაცვით მდგომარეობაში ჩადგეს და დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა, ეს შეიძლება მათ შორის ნიშნავდეს იმას, რომ „რუსთავი2-ს“ ნაკლები დრო დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური-პოლიტიკური, თუ სამართლებრივი საკითხების გასაშუქებლად, რასაც, როგორც წესი, ყოველთვის უთმობს მნიშვნელოვან დროს საინფორმაციო გადაცემებში,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “რუსთვი 2” საგანგებო რეჟიმზე გადადის

იტვირთბა....