“რ2-ს სჭირდება გვერდზე დგომა და ყველამ უნდა დავიცვათ, როგორც შეგვიძლია, იმიტომ, რომ თუ სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ ჩაახშეს, ეს იქნება საბოლოო დარტყმა დემოკრატიაზე და ივანიშვილის გამარჯვება.
ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, სანამ ისეთ ქვეყანას მივიღებთ, რომელშიც ყველა ტელევიზია ისაუბრებს, რა კარგი და საამურია ცხოვრება, როგორ მივდივართ წინ და როგორ ვართ ყველაზე დემოკრატიულები და ევროპელები”
“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე; სოციალური ქსელი;
“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.
ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.