ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საბჭოში, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება” – ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყება.

მისი თქმით, საორგანიზაციო საკითხები საბჭოს პრეროგატივაა და გადაწყვეტილება, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი, საბჭომ უნდა მიიღოს.

ოხანაშვილის განცხადებით, კანონმდებლობა საბჭოს წევრს საშუალებას აძლევს, რომ იყოს კანდიდატი.

„არც ვენეციის კომისიას და არც საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად არ დაფიქსირებულა პოზიცია, რომ საბჭოს წევრს შეიძლება ეკრძალებოდეს კონკურსში მონაწილეობის უფლება. კანონში ყველა ის გარანტია ჩავდეთ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყოველგვარი სახის ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ არ შეიძლება საბჭოს წევრი კანდიდატი იყოს. კანონი უზრუნველყოფს ყველა დამზღვევ მექანიზმს, რომ ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იტვირთბა....