პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები 9 მაისს ვაკის პარკში „უკვდავი პოლკის” მსვლელობას შეუერთდებიან.
როგორც “პრაიმტაიმს” წითელაშვილმა განუცხადა, 9 მაისს, შესაძლოა, მის წინააღმდეგ პროვოკაცია განხორციელდეს.
“ამ დღეს ვაკის პარკში ჩემს მიმართ პროვოკაცია არაერთხელ მომხდარა. მაქვს ინფორმაცია, რომ ახლაც იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ასე რომ მზად ვარ პროვოკაციისთვის და თავის დასაცავად. მე თავდაცვის მიზნით იარაღით დავდივარ და ასე ვაპირებ მისვლას ვაკის პარკშიც. თუ დავინახე, რომ თავდასხმა მოხდა ჩემზე, იძულებული ვიქნები თავდაცვის მიზნით იარაღი გამოვიყენო”, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.