უცნაური ინფორმაცია და ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს თუ როგორი არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ “შერემეტიევოს” აეროპორტის თანამშრომლებს ავიაკატასტროფის მომენტში, როცა ისინი ვიდეოზე უყურებდნენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს.
“რა გაცინებთ, აბა ერთი თქვენ ყოფილიყავით იქ, იმ ადამიანების ადგილზე” – ასეთი იყო საერთო პათოსი სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს გავრცელების დროს.
შეგახსენებთ, მოსკოვის აეროპორტ “შერემეტიევოში” ავარიული დაფრენის დროს თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. გარდაცვლილია 41 და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.