“გალახვა არ მიმაჩნია მისაღებად, მაგრამ ყურის აწევის გარეშე ვერ აღზრდი შვილს ვერანაირად. იმიტომ რომ ეს არის ბუნება. ჩვენ ცხოველები ვართ ადამიანები. უბრალოდ, ჩვენ ვმეტყველებთ და გონება გვაქვს და ვმოქმედებთ გონებით. აი, აიღეთ დათვი. თუ გინახავთ კინოებში, როცა ორი ბელი ყავს და არ ასრულებენ დავალებას, იქით მიდის, სადაც არ უნდა წავიდეს, მოარტყამს ხოლმე ერთი-ორჯერ უკანა მხრიდან და ამითი ზრდის, ასწავლის. აიღეთ ძაღლი ლეკვებს, როცა ზრდის, როდესაც არ იქცევიან ისე, როგორც დედას უნდა, ყურთან ზევით უპწკენს ხოლმე და აჩვევს ამას. მე რო მივეშვით, ძალიან მეტიჩარა და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ენერგიით სავსე. მე რო მივეშვი და გვქონოდა ისეთი თავისუფლება, როგორსაც დღეს ითხოვენ, მე არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი”
ემზარ კვიციანი – “პატრიოტთა ალიანსის” წევრი
“ტაბულა” “მძიმე კაცთან”