სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მრევლს განუცხადა, რომ ეკლესიაში ცოცხალი წმინდანი, ილია მეორე ჰყავთ.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სწორედ ილია მეორემ ქვეყანა სრული ურწმუნოებიდან გამოიყვანა და ეს უნიკალური შემთხვევაა.
მისივე თქმით, შეიძლება უხერხულია ამის ხმამაღლა თქმა, კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც 41 წელია მართავს ეკლესიას, არის ცოცხალი წმინდანი.