ახალი ამბები

“უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ სრულყოფილად შევიდეთ ევროპულ კულტურულ სივრცეში”

“ჩვენ გვაქვს უფლება, უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ შევიდეთ სრულყოფილად ამ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შეიძლება ჯერ არ ვიყოთ მზად ბოლომდე სოციალური კანონმდებლობით, ფინანსებით, თუ ეკონომიკით, შესაძლოა, ჯერ კიდევ საჭირო იყოს, რომ დონე აიწიოს ქვეყნის, რათა ამ ევროპულ სივრცეში სრულყოფილად მიგვიღონ. კულტურას რაც ეხება, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი. ეს არის წინაპირობა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენი ურთიერთობების ეს არის ძირითადი ჩვენი არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა და ეს არის რისკენაც მივდივართ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის იქნება ყველაზე ნაღდი ნიშანი, რომ ჩვენ რაღაცაა შორეულ პერსპექტივად კი არ ველოდებით, ჩვენ დღეს უკვე ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი და ხვალინდელი ამ დიდი ევროპის სრულყოფილი წევრი“.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

 

იტვირთბა....