aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა Green Expo 2019 გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, მწვანე გამოფენა-გაყიდვა Green Expo 2019 გაიმართა, რომლის მიზანი საბაღე კულტურის განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაა.

გამოფენაში სხვადასხვა ცნობილი სანერგე კომპანიები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის განცხადებით, წარმოდგენილმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

„მწვანე გამოფენის მიზანი მებაღეობის, საბაღე კულტურისა და თავად ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციაა. წელს, გამოფენაზე 14-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ საბაღე ექსპოზიციებით, კულტურული და ხეხილოვანი ნერგებით, სუკულენტებითა და საბაღე ინვენტარით. Green Expo აერთიანებს ყველა იმ სეგმენტს, რაც დაკავშირებულია დეკორატიულ მებაღეობასთან. მწვანე გამოფენაზე იმ დეკორატიული ექსპოზიციით წარვსდექით, რომელიც ბოტანიკური ბაღის ვარდების კოლექციის განახლებას უკავშირდება. ექსპოზიციამ დამთვალიერებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა“, – აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

„ბოტანიკურ ბაღში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, კვლავ გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებები-ფესტივალებისა და თემატური გამოფენების სახით. წელს, გარდა მწვანე გამოფენისა, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ნაყინის ფესტივალი, პურის ფესტივალი, შოკოლადის ფესტივალი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, დამთვალიერებელთა მოზიდვას და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სასიამოვნო განწყობის შექმნას“, – განაცხადა ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა.

მწვანე გამოფენა რიგით მესამედ ჩატარდა და იგი დამთვალიერებლებს, ტრადიციულად, მომავალ წელსაც უმასპინძლებს.

იტვირთბა....