ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოში ევროპის დღეები 2019 საზეიმოდ გაიხსნება

დღეს საქართველოში ევროპის დღეები 2019 საზეიმოდ გაიხსნება. ევროპის დღეები რიყის პარკში, „ევროსოფლის“ მოწყობით დაიწყება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევროსოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. სიმულაციის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს და იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს და მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

იტვირთბა....