მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდასთან სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მდინარის ადიდების გამო, რამდენიმე ადამიანი მეორე ნაპირზეა ჩარჩენილი. ჩარჩენილთაგან რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე მაშველებს არ ემორჩილება და მეორე ნაპირზე არ გადმოდის. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
ადგილზე 25 მაშველი მუშაობს. მდინარის მეორე ნაპირზე სულ 70 ადამიანი იყო ჩარჩენილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამაშველო ოპერაცია მამკოდასთან
Gepostet von პირველი არხი am Samstag, 4. Mai 2019