ეკონომიკა მთავარი

პრემიერი – დღეს საქართველოში 600 ათასი ადამიანი დაცულია კრედიტორების წნეხისაგან

“დღეს საქართველოში 600 ათასი ადამიანი დაცულია კრედიტორების წნეხისაგან. აღდგენილია სამართლიანი თამაშის წესები. მოხდა საპროცენტო განაკვეთების დაწევა იპოთეკურ სესხებზე. შემცირდა 3-4%-ით. სესხებზე არის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ჭერი. ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა როცა თითოეული მოქალაქე იყო დაუცველი კრედიტორების მიმართ. იყო 700-800%-იანი სესხები. შეიძლება ადამიანს სესხის 90%-ი ჰქონოდა გასტუმრებული და დაერიცხათ 50 ათასიანი ჯარიმა. მას დაეკარგა სახლი, მანქანა და პერსპექტივა. ჩვენ დავამკვიდრეთ სამართლიანი თამაშის წესები. ეს იყო სწორი ნაბიჯი,დაკორექტირება ამ პოლიტიკის. ამან გამოიღო კონკრეტული შედეგი და რეიტინგებში წინ წავიწიეთ. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ მივაღწიოთ ლარში სესხების კიდევ უფრო გაიაფებას”

პრემიერი მამუკა ბახტაძე; “ქრონიკასთან” საუბრისას;

იტვირთბა....