“ჩავარდა ერთი კანონპროექტი. ბატონი კახა კუჭავა უნდა ვაწვალოთ ახლა, მან თავიდან უნდა დააინიციროს, პირველი მოსმენით, თავიდან გაიტანოს, როცა იყო შეჯერებული და შეთანხმებული ეს კანონპროექტი”.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტმა უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. მის მისაღებად 68 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. “ქართული ოცნების” თავმჯდომაის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თქვა, რომ დარბაზში ხმაურის გამო დეპუტატებმა ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.