“პარლამენტმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რადგან მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელის თქმით, ამ პროცესში, ევროსაბჭოსა და შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურდ იყვნენ ჩართულები.
“ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალე და სანდო პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება…მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განაცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს დაეკისრება. ეს პროცესი შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც კანდიდატების კვალიფიკაციას და რეპუტაციას ეხება.
საქართველოს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეთა არჩევის შესახებ ქართული ოცნების მომზადებულ კანონპროექტს კენჭი 19 აპრილს უყარეს და მეორე მოსმენით დაამტკიცეს. ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის დასკვნების ნაწილი გაითვალისწინა, მათ შორის არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა და ინტერესთა კონფლიქტის ნაწილი. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც სურს უზენაესის მოსამართლეობა გამოეთიშა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპს. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია ფარული კენჭისყრის გაუქმების შესახებ და არც საბჭოს წევრებს ექნებათ გადაწყვეტილების მიღების დასაბუთების ვალდებულება”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.