მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა.
როგორც ადგილობრივი მთავრობის მესვეურები ამბობენ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა ბოძზე მოკლე ჩართვა გამოიწვია. ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვას.
ადგილზე გამოძახებული იყო სამსახურები, რომლებმაც შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს.
შეგახსნებეთ, სოციალური ქსელი მოიცვა გუშინ ღამით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ “ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა.