მინდა, მოკრძალებით შევახსენო ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომ არცერთი ქვეყანა ყოფილა, განსაკუთრებით, გაწევრიანების ბოლო ტალღებში, რომელიც ჯერ ევროკავშირში გაწევრიანებულა და შემდგომ, ნატოში“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა „მეტრონომის“ ვიდეობლოგში განაცხადა.
მისი შეფასებით, ცხადია, რუსეთისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემური იქნება, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ნატოში გაწევრიანება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნების დროს მქონდა, ქალბატონი სალომესა და ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დოქტრინალური ღერძი არის ასეთი: ვინაიდან ნატო არ გვიღებს და გარკვეული პრობლემები არის ნატოსთან ურთიერთობაში, ამიტომ ხომ არ სჯობს, საქართველომ ორიენტაცია აიღოს არა ნატოზე, არამედ ევროკავშირზე, რომელიც მეტწილად, სავაჭრო ორგანიზაციაა, სავაჭრო ურთიერთობების მარეგულირებელი ინსტიტუციაა. მინდა მოკრძალებით შევახსენო ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ აზრს ლობირებენ, რომ არცერთი ქვეყანა ყოფილა, განსაკუთრებით, ბოლო გაწევრიანების ტალღებში, რომელიც ჯერ ევროკავშირში გაწევრიანებულა და შემდგომ, ნატოში. ქვეყანა ჯერ შედის ნატოში და მერე აკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.თუ ეს ხედვა შენარჩუნებულია ხელისუფლებაში და თუ ამას ლობირებს პრეზიდენტი, ეს არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის. ღია განცხადებაა, რომ ჩავბარდით რუსეთს, რამდენადაც ცხადია, რუსეთისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემური იქნება, მაგრამ არ იქნება იმდენად პრობლემური, რამდენადაც ნატოში გაწევრიანება“, – ამბობს ირაკლი ტაბლიაშვილი.