ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილი – მივმართავთ პრეზიდენტს, რათა ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს

“დღეს, იურისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურას), რომელშიც არ იქნა გათვალისწინებული ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ვენეციის კომისიის და ეუთოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
2 საათზე, ჯგუფის წევრი, Kakha Tsikarishvili წერილს კანცელარიაში შეიტანს (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ათონელის #25).
მიმართვას ხელს ვაწერთ:
ანა ნაცვლიშვილი,
მაია ბაქრაძე,
კახა კოჟორიძე,
კახა წიქარიშვილი,
ბესიკ სისვაძე,
უჩა ნანუაშვილი,
დავით ჯანდიერი,
თამარ ლალიაშვილი,
ლია მუხაშავრია,
ირაკლი კორძახია,
ზაზა ხატიაშვილი,
მამუკა ნოზაძე,
დიმიტრი ხაჩიძე,
ირაკლი გაბრიჩიძე,
თამარ გეგელია,
ბესიკ ლოლაძე”

ანა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით (87 მომხრე 33 წინააღმდეგი) მიიღო.

იტვირთბა....