“ივანამ დაასახელა მერობის კანდიდატი ზუგდიდში ვიღაცა შენგელია, თავისი ბანკის თანამშრომელი, სრული არარაობა, არავინ არაფერი, რომელიც იძახის, რა მნიშვნელობა აქვს, მოდით ახლა ეს იყოს…
თუ მანდ იქნება მერი ვიღაც შენგელია, მე შენგელიასთან არ ვიმუშავებ და მაშინ ზუგდიდს არ აქვს პერსპექტივა. თუ იქნება სანდრა, მაშინ ზუგდიდი იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით პირველი ქალაქი. ზუგდიდში იქნება მაღალი შემოსავლები, სამუშაო ადგილები, პერსპექტივა…”
ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ვიდეო ჩართვის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, გიორგი შენგელია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატია.