“რესპუბლიკური” პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი “მეტრონომთან” საუბარში, ამერიკის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილს არც პოლიტიკა და არც დიპლომატია ესმის.
“სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციით ის მართლა კი არ წარმოადგენს, მართლა კი ქმნის ქვეყანაში საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას. მე ვიცნობ დიდი ხანია სალომე ზურაბიშვილს. ეს არის პოლიტიკაში საკმაოდ ზედაპირული, უტეხი, უტიფარი ადამიანი. ახლა კი უკვე სახიფათოცაა პრეზიდენტის რანგში. აბსოლუტურად მოუზომავი და უცოდინარი ადამიანის განცხადებაა.
ჩვენ ამერიკის ბაზის პერსპექტივა რომ გაგვიჩნდეს, ვაი, ვაი, რუსი გაბრაზდებაო და უარი უნდა ვთქვათ? არ ესმის სალომეს სალომეს არც პოლიტიკა და არც დიპლომატია. შემთხვევითი არ იყო, რომ პირველი რანგი ელჩის მან საქართველოში დანიშვნით მიიღო. მანამდე იმდენი წელი მუშაობდა ფრანგულ დიპლომატიურ სამსახურში და იმათმაც იცოდნენ თუ რა კადრი ყავდათ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.