ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შავგულიძე მურუსიძეს – სწორია ის მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომელსაც წარმოადგენთ

სამწუხაროდ, ვრწმუნდებით და სწორია ის მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომელსაც წარმოადგენთ, – ასე უპასუხა ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას.

ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს უთხრა, რომ ის იცავდა მოლაშვილის ოჯახის ინტერესებს, დღეს კი იმ პარტიის წევრია, ვისაც წამების საქმეში ხელს ადებდა მოლაშვილი.

„ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ამას არავინ ეკითხება მოსამართლეს. ეს შეკითხვა არ შეიძლება მოსამართლემ დასვას. ჯერ ერთი, ერთ შეცდომაზე მიგითითებთ: მე არ ვარ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი. ჩვენ გვაქვს ბლოკი, მე ვარ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. ჩვენ გვაქვს სარჩევნო ბლოკი. . მე არ ვარ პარტიის წევრი და თქვენ არავინ გეკითხებათ, ერთ პარტიას რომელ პარტიასთან ექნება საარჩევნო ბლოკი“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იტვირთბა....