ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანდრა რულოვსი ლგბტქ პრაიდზე – ეს ჩემთვის არ არის დღეს საინტერესო თემა

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ თბილისში ლგბტქ პრაიდის ჩატარება მისთვის ახლა საინტერესო არ არის.

„ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები არის პირველ რიგში, მაგრამ უნდა ჩატარდეს თუ არ უნდა ჩატარდეს, მე მგონი ეს ზუგდიდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ არის პრიორიტეტული საკითხი. ამით მე არ დავკავდები. ეს ჩემთვის არ არის დღეს საინტერესო თემა“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „კვირის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რას ფიქრობს ის თბილისში დაგეგმილ ლგბტქ თემის პრაიდზე.

ლგბტქი პრაიდის გამართვა თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

წყარო: “ლაივპრესი

იტვირთბა....