ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირები საინფორმაციო აქციას გამართავენ 

პროფკავშირების წარმომადგენლები 13:30 ზე, თსუ-ის პირველ კორპუსთან, საინფორმაციო აქციას და ე.წ.”ღია ოფისს” გამართავენ.
აქციაზე მოქალაქეებს შრომით უფლებებზე, სოციალურ კონტრაქტზე, დასაქმების საკითხებზე, სტანდარტებზე და პროფკავშირების როლზე მიაწვდიან ინფორმაციას.

ხვალ კი, 17:00 საათზე, კანცელარიასთან, პროფკავშირების ორგანიზებით, მასშტაბური საპირველმაისო აქცია გაიმართება.

საპირველმაისო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდეს სოციალური კონტრაქტი, რომლითაც სახელმწიფო აიღებს კონკრეტულ ვალდებულებებს, სოციალური უთანასწორობისა და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.

❗1 მაისს პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა არის, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდეს სოციალური კონტრაქტი….

Gepostet von GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება am Donnerstag, 25. April 2019

იტვირთბა....