პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი-პასკიეს ხვდება.
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ესწრებიან.
მორი-პასკიე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.