“ნაციონალური მოძრაობას” თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეს გამოეხმაურა.
”სატანისტები ეგენი”
მარკ ტვენი, გოეთე, ფრანსუა რაბლე, ემილ ზოლა, სტენდალი, შილერი, დრაიზერი, კაფკა, გაშეკი, ოსკარ უაილდი, ჰაინრიხ ჰაინე, ჩაპეკი, ანატოლი ფრანსი, ჩეხოვი, პუშკინი, ლერმონტოვი, ტარას შევჩენკო, კამიუ, აიზეკ აზიმოვი, ჰემინგუეი, ელიოტი, ედგარ პო, მარსელ პრუსტი, გოია, ნიკოლა პაგანინი, უმბერტო ეკო, არტურ შოპენჰაუერი, ჰოლბახი, სუნ ცზი, თომას ჰობსი, ჩარლზ დარვინი, პროტაგორე, ეპიკურე, ემპედოკლე, იუმი, ვოლტერი, ჰელვეციუსი, დიდრო, ლინკოლნი, ფრანკლინი, ჯეფერსონი, ნიცშე, სპინოზა, ბერტრან რასელი, ნაპოლეონი, პაოლო პაზოლინი, სტენლი კუბრიკი, ვუდი ალენი, ჩარლი ჩაპლინი და ა.შ და ა. შ.
მოხარშა ყველა ერთად ჯოჯოხეთის კუპრში საპატრიარქომ.
სააღდგომო ეპისტოლეს “ჭეშმარიტად” “ჰუმანური” სიტყვები:
”ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა “ცოდვა”, “განწმენდა-კათარზისი”, ისეთივე გაუგებარია, როგორც “თავმდაბლობა” ან “სინანულის განცდა”. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული ”.
ჩეხოვიც კი ( ჩემი საყვარელი მწერალი) სიამოვნებით მოაწერდა ხელს( გვიანი ტოლსტოიც) ამ ეპისტოლეს, ბოლოში დიდი ”სმაილიკით”, იმ დროს რომ ცოდნოდათ ასეთი სასვენი ნიშანი” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.