მოქალაქეებს თბილისიდან რეგიონებში წასვლა უჭირთ. ამის მიზეზად კი არასაკმარის ტრანსპორტსა და გაძვირებულ მგზავრობას ასახელებენ.
ავტოსადგურ „ოკრიბაში” მისული მგზავრები აცხადებენ, რომ ზუგდიდისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით ხუთი ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, მოქალაქეები ტრანსპორტს უკვე რამდენიმე საათია, ელოდებიან. მათი თქმით, დღის გამავლობაში მგზავრთა დიდი ნაკადი იყო და ამიტომ მათი გადანაწილება ვერ მოხერხდა.
ბრალდებებს უარყოფენ სადგურის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, ფასები არ მომატებულა და მგზავრთა ნაკადისთვის შეფერხებაც არ არის.
მძღოლების ნაწილი ბრალდებებს უარყოფს. მათი თქმით, რეისს იმავე ფასში ასრულებენ, რაც აქამდე იყო. მძღოლების მეორე ნაწილი კი, მგზავრობის საფასურის გაზრდას ადასტურებს და აღნიშნულს საწვავის გაძვირებას უკავშირებს.
წყარო: “პირველი არხი”