ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარმა მხოლოდ 5 მ2 ფართობი დააზიანა. მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა;

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

იტვირთბა....