ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გავრცელდა ჭორი, თითქოს მას ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა, ჩემთვის, ამაზე საუბარიც კი ძნელია” – უკრაინელი ბავშვების თანმხლები ქალის ადვოკატი 

შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით,
ჭორის სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა.

უფლებადამცველის თქმით, ამაზე საუბარიც კი ძალიან ძნელია მისთვის, 10 წლამდე ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის პრაქტიკა კი მსოფლიოში არ არსებობს.

ზურაბ თოდუას მტკიცებით, დაკავებული მეუღლესთან ერთად, რომელიც უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, აფხაზეთში თავშესაფარს ეძებდა.

„თუ ბავშვების გაყიდვის განზრახვა ჰქონდა, ორწელნახევარი უკრაინასა და მოსკოვში დადიოდნენ, უფრო დიდი შანსი არ ჰქონდათ, რომ რუსეთიდან, ან უკრაინიდან გაეყიდა? სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა განხორციელებული. გუშინ და გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ზოგიერთი საკითხი სამართლებრივად განეხორციელებინა.

თუ რას ემყარება უკიდურესი ღონისძიების – დაკავების გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. თურმე, არსებობდა საშიშროება, რომ ის საქართველოს ფარგლებს დატოვებდა. ჯერჯერობით, ჩემთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ახლა მივდივარ გამომძიებლეთან, რათა საქმის დეტალებს გავეცნო“, – განაცხადა თოდუამ.

იულია სუსლიაკს ბრალს ოფიციალურად სავრაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვინაიდან ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა – ტრეფიკინგი).

იტვირთბა....