გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მთელი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე-მაშველი, რომლებიც ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მთის კლდოვან ნაწილზე ტექნიკის გადაადგილება ვერ მოხერხდა, რის გამოც ალტერნატიული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით აღჭურვილმა მეხანძრე-მაშველებმა, რთული რელიეფის მიუხედავად, ცეცხლის ღია კერების ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.
მომხდარის შედეგად, დაიწვა 5 ჰა-ზე მეტ ფართობზე არსებული ხმელი ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეები.
გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.ხანძრის ქრობის პროცესში 80 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული5 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაიწვა ტყის ქვედა საფარი – ბალახი და ე.წ. ჯუჯა მცენარეებიმთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგი
Gepostet von საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service am Freitag, 26. April 2019