“როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი”
დავით ზალკანიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთი დაკეტეს