მთავარი ციტატა

“თბილისის მეტროს კაბელების განახლება ზაფხულში დაიწყება”

“გვქონდა პრობლემა. დაახლოებით ერთი საათით შეფერხება იყო. მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ კაბელი იყო დაზიანებული. ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი.

1966 წლის შემდეგ, რაც მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, ძალოვანი კაბელი საერთოდ არ შეცვლილა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება დაგეგმილი გვაქვს. „აზიის განვითარების ბანკი“ გვეხმარება. 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია და ტენდერი ჩატარებულია. გვყავს კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში, თუ არ ვცდები ივნისში, პროექტის განხორციელება დაიწყება და მთლიანად მეტროში, ძველი კაბელები ახლით ჩანაცვლდება”

კახა კალაძე – თბილისის მერი

შეგახსეებთ, რომ გუშინ თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაითიშა. 

იტვირთბა....