aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს არცერთ ევროპილ ქვეყანაში ატრ ყავს ანალოგი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის გუშინდელ განცხადების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი საერთო ინტერესს ეფუძნება

ირაკლი კობახიძის თქმით, საერთო ინტერესია უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევა.

„ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად, ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არამარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც. ამის მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როცა დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, რათა პროცესი სწრაფად დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია ითხოვს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, კობახიძე აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან კანონპროექტი მაქსიმალურად დახვეწილია.

„თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ შეიძლება, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დავაბრუნოთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ  მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები არიან.

იტვირთბა....