თბილსის მერის მოადგილის, სოფო ხუნწარიას განცცხადებით, სურვილის შემთხვევაში, 320 – ვე ბიბლიოთეკარი აუცილებლად შეინარჩუნებს საკუთარ სამუშო ადგილს.
მისი თქმით, კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარებს უკვე შეხვდა და შეთანხმებაც გააცნეს, რომლის მიხედვითაც, მათ აქვთ გარანტია, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში.
„36 ბიბლიოთეკა შეუერუდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს, რომელიც არის მუნციპალიტეტის საკუთრება. რაც შეეხება ბიბლიოთეკარების დასაქმებას, ხასგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 320 – ვე ბიბლიოთეკარი სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შეინარჩუქნებს საკუთარ სამუშო ადგილს. კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიბლიოთეკარებს მულტიფინქციური ბიიბლიოთეკების დირექტორთან ერთად შეხვდა და შეთანხმება გააცნეს. შეთანხმების მიხედვით, მათ აქვთ გარანტია, რომ აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას თბილისის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში. რაც შეეხაბა პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლიც 2006 წელს 9 ნოემბერს გამოიცა და რომელიც გულისხმობს მთავარი ბიბლიოთეკის დაფუძნებას, მე მინდა გითხრათ, 2007 წლის 3 ივლისის 131-ე დადგენილებით, ადგილობრივ თვითმართველობას აქვს ლეგიტიმური უფლება დაიწყოს ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის პროცესი. ხელფას რაც შეეხება, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ ხელფასები. ჩვენ ასევე ვფიქრობთ და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მცირედი ხელფასი რომელიც მათ გააჩნიათ გაუმჯობედეს თუნდაც მომავალი წლიდან“ – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ „თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის” გაუქმების საკითხზე საუბრისას.