“რა ვიცით, რომ ბატონი ლევანი სისტემის მიერ ხელდაფარებული ე.წ. ბარიგა არ არის, რომელსაც წილი ზემოთ ააქვს?
ჩაიხანით და კინოროლებით რომ იშოვა მილიონები, არ ჟღერს ეს ბოლომდე დამაჯერებლად ამ ქვეყანაში”, – წერს სოციალურ ქსელში “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.