მთავარი სოციალური ქსელი

არასამთავროების კლანის ჯარისკაცი ჯანეზაშვილია, დოლიძე კი “პრაპორშიკია” – მეთოფიშვილი გვრიტიშვილს

არა, ვფიქრობ თუ წოდებებს შევადარებთ, მაშინ არასამთავროების კლანის ჯარისკაცი ჯანეზაშვილია, დოლიძე კი პრაპორშიკია(მოსკოვის ფირმაში ხომ მუშაობდა), – ასე უპასუხა სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს დიმიტრი გვრიტიშვილს.

მეთოფიშვილს გაზიარებული ქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანა დოლიძის კომენტარი, სადაც დოლიძე ამბობს, რომ იუსტიციის სკოლაში ვინც ჩაირიცხება, ამას განსაზღვრას იუსტიციის საბჭო. ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს კლანის შემადგენლობისათვის მომავალში.

გვიტიშვილმა კი მეთოფიშვილის სტატუსზე დააკომენტარა –  დოლიძე რა გამოდის, არასამთავრობოების კლანის ჯარისკაცი?

იტვირთბა....