დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვა დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯიბღაშვილმა დაკავებისას კახა კალაძის სახელი ახსენა.