ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

20 აპრილს ჟურნალისტი ზაზა სვანაძე, მუქარის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ცნობით, გამოძიება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ჯღარკავას მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც ჯღარკავა აცხადებს, ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და მის შვილს მოკვლით დაემუქრა.

მომხდარზე ძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....