“მაჩალიკაშვილის ამბავი, რაღაც გაგებით ამ ემოციურ ფონზე შეგვიძლია გირგვლიანის საქმეს გავუთანაბროთ. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვახსოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს მოსახლეობა მაინც და მაინც განსაკუთრებული აქტიურობით ქუჩაში არ გამოირჩეოდა. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ვიყავით, რომლებიც ქმედითად აქტიურად ქუჩაში ვაპროტესტებდით. შემდეგ, როდესაც პრობლემები დაგროვდა და დაგროვდა გირგვლიანის საქმე იქცა ერთგვარ მთავარ დროშად, მთავარ პრობლემად, რომელშიც მოხდა თავმოყრა, ყველა დანარჩენი პრობლემის, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა წრეს და სხვადასხვა ნაწილს გაუჩნდა. გუშინდელი აქციაც, პანკისის ხეობაში, სწორედ ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ”.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი