ახალი ამბები მთავარი სამართალი

დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა – გახარია

პანკისში დილით, 08:00 საათზე წყნარად, მშვიდად იმყოფებოდა კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, რადგან უზრუნველყოფილიყო მშენებლების უსაფრთხოება, რისი თხოვნითაც ოფიციალურად მოგვმართა ეკონომიკის სამინისტრომ. შევიდნენ ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც მათზე განხორციელდა თავდასხმა, რა თქმა უნდა, მოხდა დამატებითი ძალის მობილიზება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა.

ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩვენ აქ აბსოლუტურად ტრანსფარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება.

დაძაბულობის დაწყებამდე 35 პოლიციელის გარდა ხეობაში არავინ ყოფილა. ესაა ფაქტი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....