საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.