ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” აცხადებს, რომ პანკისში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სერიოზული ნაკლებობა იყო კომუნიკაციის.
კილაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია, ამავდროულად, სხელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ძლიერი.
“როგორც კი ეს კადრები ვნახე, გამიჩნდა განცდა, რომ აქ კომუნიკაციის სერიოზული ნაკლებობა იყო, ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენი კონსტიტუცია ადამიანებს აძლევს გარანტიას, რომ ყველა ადამიანი ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდეს, თითოეულ ადამიანს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. როდესაც ეს ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებშია, ყველა უფლება გარანტირებულია.
პირველ რიგში, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ადამიანებმა ამ უფლებებით ისარგებლონ. თუ ჰესის აშენების საჭიროებაა, რომელიც ასევე ლეგიტიმური საჯარო ინტერესია, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ გვინდა ენერგოუსაფრთხიება მოვიპოვოთ მათ შორის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მტრულად არიან განწყობილნი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი. სად და როგორ აშენდება ეს ჰესი, ამ ყველაფერს ჭირდება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია. აქ იყო ჩვენი სუსტი რგოლი და მოხდა ბევრი ისეთი რამ, რაც შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა”, – განაცხადა კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.