ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რომან კაკულია: თუ ვინმეს რამე ენატრება ამ ქვეყანაში, არის სახელმწიფო მოხელე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს

“ახლა თუ ვინმეს რამე ენატრება ამ ქვეყანაში, არის სახელმწიფო მოხელე, რომელი გადაწყვეტილებებს იღებს”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს მოხდა სამწუხაროდ აზრის დამკვიდრება, რომ ძალოვნების მიერ გამოყენებული ძალა ასოცირებულია უსამართლობასთან.

“გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრს მოეწონა კიდეც, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღება პრობლემა აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის მეორე მოცემულობა,. წინა ხელისუფლების დროს მოხდა სამწუხაროდ აზრის დამკვიდრება ,რომ ძალოვნების მიერ გამოყენებული ძალა ასოცირებულია უსამართლობასთან, მაგრამ ამ სტერეოტიპით ვერ მიუდგები. გამოსაკვლევია რა მოხდა”, – განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჰესის მშენებლობის განახლებას მოსახლეობას და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

იტვირთბა....