მთავარი ციტატა

“განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა პანკისის მოსახლეობის განწყობები გამოიყენეს”

“მე მგონია, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მათი დარწმუნებისთვის, რომ თუ ეს ჰესი უნდა აშენდეს, მაშინ ამაში ჩვენს გვერდით, პირველ რიგში, მოსახლეობა უნდა იყოს და მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ეს. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა. ვფიქრობ, არცერთ მოქალაქეს არ ეკადრება პოლიციისადმი ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს ძალიან სამწუხაროა. მე განცდა მაქვს, რომ გარკვეულმა ძალებმა გამოიყენეს იქაური მოსახლეობის განწყობები. ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ჰესის მშენებლობა, მოსახლეობა ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს და არა საპირისპირო პლატფორმაზე მყოფი. ასეთი ტიპის დაპირისპირება ქვეყნისთვის არის სახიფათო და პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე”

სოფო კილაძე

იტვირთბა....