უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 25.3%.
შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. პირველ ტურში უფრო მეტი ხმა ასევე ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.